სიახლეები
სკოლები

„პროფესიის დღე“ - ნახშირღელის საჯარო სკოლის მესამეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება და შთამბეჭდავი პრეზენტაცია
06-12-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

20 ნოემბერს, მესამე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ზაირა ნიკოლაძე) იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემა იყო - „პროფესიის დღე“.

დავალების მიზანს კი წარმოადგენდა, მოსწავლეებს გაეაზრებინათ თუ რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება, რას მოიაზრებს ესა თუ ის საქმიანობა და რატომ არის მათ მიერ არჩეული პროფესია საინტერესო და მნიშვნელოვანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად, აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში და წარადგინეს პრეზენტაციები იმის შესახებ თუ რა საქმიანობაა მათთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი.

აღსანიშნავია რომ მოსწავლეები გამოეწყვნენ სხვადასხვა პროფესიისთვის დამახასიათებელ ფორმებში, რამაც მეტად რეალური და საინტერესო გახადა პრეზენტაცია. ბოლოს ბავშვები მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ პროფესია ეს ის საქმიანობა, ინტერესთა სფერო თუ სამომავლო აქტივობაა, რომლის დაუფლებას დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება სჭირდება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება