სიახლეები
სიახლეები

წარმატებული სტუდენტები 500-400-300 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებენ - დეტალები
09-12-2023
-
+


ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 100-პროცენტიანი გრანტით ჩარიცხული აპლიკანტები 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ქვეპროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება. მაშ შორის: სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სახელმწიფო  გრანტის მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს ერთჯერად ფულად ჯილდოს შემდეგი ოდენობით:  100% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 500 ლარი, 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 400 ლარი და   50% სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 300 ლარი. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა წახალისება მოიცავს  იმ სტუდენტების დაფინანსებას, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გასული სასწავლო წლის (ორი სემესტრი) განმალობაში არჩეულ თითოეულ საგანში მიღებული აქვს 91 ქულა ან მეტი, მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასევე, საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტის მგზავრობის ხარჯების დაფინანსება მიეცემათ სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასწავლო გაცვლით პროგრამაში და მიემგზავრებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად, დაუფინანსდებათ უცხო ქვეყანაში ჩასვლისა და საქართველოში დაბრუნების ხარჯები, არაუმეტეს 1000 ლარი ოდენობით. მგზავრობის ხარჯი დაფინანსდება იმ შემთხვევაში თუ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება