მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლასთან შერწყმულ არგოხის საბაზო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენი საქართველო“( საგნობრივი მიმართულებით ბუნებაში) ჩატარდა.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: ანა ნარიმანიძე, ნონა პაპუნაშვილი, თეა ჯავახიშვილი.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ისაუბრეს ისტორიულ ძეგლებზე, ზოგადად საქართველოს მხარეების მრავალფეროვნებაზე, განსხვავებულ გარემოში ცხოველებისა და მცენარეების შეგუებულობის თავისებურებებზე.
მათ აღნიშნულ თემებზე მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. ბავშვებმა ასევე სხვადასხვა საინტერესო, ისტორიული ადგილები მოინახულეს, საჭირო ინფორმაცია მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
გაკვეთილი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფორმალური და არაფორმალური აქტივობების ეფექტურად გამოყენების საფუძველზე იყო ინოვაციური, შემოქმედებითი და შემეცნებითი ხასიათის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
შეფასებისა და გამოცდებია ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ