სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი „აისი“ ჩამოყალიბდა
06-12-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მკითხველთა კლუბი „აისი“ დაარსდა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს.

მკითხველთა კლუბი სკოლის ბიბლიოთეკარმა - იამზე აბულაძემ, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გამოცხადებულ კონკურში, „სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარება“ -  წარდგენილ პროექტის გამარჯვების შემდეგ ჩამოაყალიბა. 

აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.

პირველი აქტივობა, რომელიც სკოლაში განხორციელდა იყო კვლევა.

მოსწავლეებმა თვითონ გააკეთეს კვლევები თემებზე: რომელი ჟანრის წიგნებს კითხულობენ?, ვინ არიან მათი საყვარელი ლიტერატურული გმირები?, ვინ არის მათი საყვარელი მწერალი?

აქტივობის ფარგლებში, მათ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

მეორე აქტივობა იყო კონკურსი „საუკეთესო მკითხველის გამოცხადება“, რომელმაც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მოსწავლეთა მხრიდან.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა ესაუბრათ წაკითხული წიგნის მათთვის საინტერესო პერსონაჟებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლია ბოლქვაძე, ქართული ენის პედაგოგები-ფატმან და მზევინარ ცეცხლაძეები, მასწავლებლები დარიკო მელაძე, ნაზი ბოლქვაძე, ხათუნა დეკანაძე.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სადაც გაიმართა დისკუსია მოსწავლეებს შორის წაკითხულის ირგვლივ.

„მათ ისაუბრეს, რატომ არის აუცილებელი წიგნის კითხვა? ვინ არის მათი ფავორიტი პერსონაჟები? ბავშვებმა ასევე გაიხსენეს ნაწყვეტები წაკითხულიდან, ესეები „წიგნი თუ კომპიუტერი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბოლოს სკოლის დირექტორმა და დამსწრე პედაგოგებმა გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„წარმატებები ჩვენს საუკეთესო მკითხველებს. ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ იმაში, რომ წიგნი არის შეუცვლელი, არ შეიძლება არაფრით წიგნის ჩანაცვლება“, - აღნიშნავს დირექტორი ლია ბოლქვაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება