სიახლეები
სკოლები

„ისწავლე, რათა იცოდე!“ - ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, პლაკატი შექმნეს
06-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტებში რთავენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი ანა ჯანელიძე თავის მოსწავლეებთან ერთად, მედიაწიგნიერების კვირეულს შეუერთდა.

მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. სწორედ ამიტომ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ასაკიდანვე ბავშვებს განუვითარონ მედიაწიგნიერების უნარები.

„ასევე მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების სხვადასხვა ასპექტი ჩვენი სასწავლო კურსების სილაბუსებში შევიტანოთ“, - ამბობენ სკოლაში.

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა საინტერესო შინაარსის ფილმებს უყურეს და გაეცნენ სხვადასხვა ლიტერატურას. ბავშვებმა მედიაწიგნიერების უნარები განივითარეს და პლაკატი - „ისწავლე რათა იცოდე!“ შექმნეს.

„მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში გვეხმარება. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი კვირეულები და აქტივობები მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცოდნას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება