სიახლეები
სკოლები

ქსოვრისის საჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
06-12-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილი, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა. 

სკოლაში, კვირეული 27 ოქტომბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მოსწავლეთა თვითმმართველობამ სამოქალაქო განათლების კლუბ „ბაზისთან“ ერთად ჩაატარა. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს პოსტერები და საინფორმაციო ბუკლეტები ძალადობის თემაზე.

მოსწავლეებმა, ასევე ჩაატარეს პრეზენტაციები ბულინგზე, ნაადრევ ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი „ბაზისის“ წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვირეულის მიმდინარეობაში.

აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის რეაქცია ერთსულოვანი იყო, მოსწავლეებმა ხაზგასმით მოუწოდეს საზოგადოებას: „არა ძალადობას“, „არა ნაადრევ ქორწინებას“, „არა ქალთა მიმართ ძალადობას“. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება