სიახლეები
სიახლეები

განახლებული ესგ-ს მიზნები და მისია - რა უნდა იცოდეთ დოკუმენტის შესახებ
10-12-2023
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს“ და უზრუნველყოფს მათ მიღწევას / რეალიზებას. განახლებულ ესგ-ს დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რა მისია და მიზანი აქვს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება. ამისათვის:

ა) დაწყებით საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:

ა.ა) ფუნდამენტური აკადემიური უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

ა.ბ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის (საკუთარი თავის, როგორც  მსწავლელის, აღქმა) ჩამოყალიბება და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის;

ბ)  საბაზო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე (აკადემიური, პროფესიული) სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის;

გ) საშუალო საფეხურზე სკოლამ უნდა უზრუნველყოს:

გ.ა)  სისტემური აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის კონსტრუირება;

გ.ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული განვითარების დაგეგმვისა და აკადემიური/პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერა.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს:

ა) ინფორმაციის გააზრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; აზრის / იდეის ჩამოყალიბება მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ) კულტურათა თავისებურებების გათვალისწინება ინფორმაციის აღქმისა და შეფასებისას;

გ) კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება ახალ სიტუაციასთან მიმართებით; სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება;

დ) სასწავლო ამოცანებისა და ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებებით;

ე) საკუთარი მსოფლმხედველობის რეფლექსია შეძენილი ცოდნის საფუძველზე;

ვ) შეძენილი ცოდნის გამოყენება საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საჭიროებებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება