მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს.
ქართული ენის მასწავლებელმა - ინა მანასიანმა ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი, რომელიც ბავშვებისათვის ანბანის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობის ჯადოსნურ დასაწყისად იქცა.
ქართული ანბანის შესწავლა იწყება ფრაზით „აი ია“, ამრიგად მოსწავლეები საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, სამახსოვროდ მასწავლებლისგან დასაჩუქრდნენ სამკერდე ნიშნებით - წარწერით „აი ია“.
პედაგოგმა მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე იზრუნა და პატარებს გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ