მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა კაცთმოყვარეობას, თანასწორუფლებიანობასა და შემწყნარებლობას ასწავლიან.
შესაბამისად, სკოლაში ტოლერანტობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ინიციატივით, ლოზუნგით - „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“ განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ️ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, მე-11 კლასის მოსწავლეებმა - ლიზი ღუღუნიშვილმა და თამთა კენჭოშვილმა კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ტოლერანტობის არსისა და მნიშვნელობის შესახებ. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - დარიკო ხვედელიძემ მე-11, მე-12 -კლასებში ჩაატარა გაკვეთილები: 1. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება. 2.თავისუფლება მრავალფეროვნებაშია. 3.ტოლერანტობა-ომის მშვიდობის კულტურით ჩანაცვლება.
ასევე, მე-11 კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს საქველმოქმედო კამპანია, სახელწოდებით - „ყველა განსხვავებული ყველა თანასწორია“, შეიძინეს საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები, ეწვივნენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს. ️ასევე, ბავშვებმა შექმნეს თემატური პლაკატები და სლოგანები, რომლებიც განათავსეს სკოლის ფოიეში.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში ჩატარებულ UNESCO-ს რიგით 28-ე კონფერენციას, სადაც ხელი მოეწერა „ტოლერანტობის საერთაშორისო დეკლარაციას“.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ
მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ