სიახლეები
სკოლები

შემოდგომის მრავალფეროვნება და პოეზია - შთამბეჭდავი ღონისძიება დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში 
07-12-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, მოსწავლეებმა ფერადი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. სკოლა საზეიმოდ, „შემოდგომის ფერებში“ მოირთო, რამაც იქ მყოფი თითოეული ადამიანი დადებითი ემოციებით დამუხტა.

ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებამ პოეტი რომან ზუკაკიშვილი მიიწვია.

„შემოდგომას განსაკუთრებით უხდება პოეზია და ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ, მოვიწვიეთ პოეტი - რომან ზუკაკიშვილი“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, თემატური სიმღერები შეასრულეს, ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილებმა სხვადასხვა სცენა გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობა. მათ თათარა მოადუღეს, რომელშიც ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს.

მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას სძენს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რამდენი ქულა უნდა დააგროვონ მასწავლებლებმა გამოცდაში, რომ საგანი ჩაბარებულად ჩაეთვალოთ

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება