სიახლეები
სკოლები

„შიდსი საუკუნის სენი“ - ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული გაიმართა
07-12-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხიზაბავრის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ბიომენმა“ და სამოქალაქო კლუბის - „მოდარაჯე“ წევრებმა გამართეს კვირეული - „შიდსი საუკუნის სენი“. 

კვირეულის ფარგლებში სკოლაში  ელექტრონული პრეზენტაციის საშუალებით აქტიური ლექცია ჩატარდა.

მოსწავლეები სოფლის ამბულატორიას ესტუმრნენ. 

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 1 დეკემბერს, კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - თემთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა თემში მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები დაარიგეს და საზოგადოებას თავად ესაუბრნენ დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, გავრცელების გზებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ეს ყველაფერი კი დიდი მონდომებითა და ხალისით გააკეთეს. 

აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

1 დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება