მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას დიდი მონდომებით ახორციელებს, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, თვითმმართველობის წევრებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, პროექტი - „სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო საზოგადოება“ განახორციელეს.
პროექტი 20 ნომებრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
აღნიშნული პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებაში სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ბავშვებს გააცნეს შინაგანაწესის დოკუმენტი, მოაწყვეს შეხვედრა მანდატურის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, წარმართეს დისკუსია და სკოლის შემოსასვლელ სივრცეში დადგეს შინაგანაწესთან დაკავშირებით საინფორმაციო სტენდი.
„მოვალთ იმედად ხვალის!“ - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პროექტი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ