მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილებით უმაღლებენ.
ამჯერად, ბუნების გაკვეთილზე, სკოლის პედაგოგის - გურამ მიქელაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „პლანეტები“ პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციაში ჩართულნი იყვნენ I-VI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პლანეტები დახატეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიწვეული პედაგოგები: ისტ-ის მასწავლებელი ლანა მუმლაძე, მათემატიკის პედაგოგი მაკა მერაბიშვილი და სკოლის დირექტორი თენგიზ გობაძე.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მიწვეულმა მასწავლებლებმა კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ