სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ტოქსიკური პოზიტიურობა სკოლებში - როგორ მოქმედებს მსგავსი გარემო მასწავლებლებზე?
18-12-2023
-
+


ტოქსიკური პოზიტიურობა არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას პოზიტიურად უნდა შეხვდნენ. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვითარება რამდენად რთული ან გაუსაძლისი შეიძლება იყოს. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა მხოლოდ პოზიტიური ემოციების არსებობას აღიარებს. პოზიტიურობას, რასაკვირველია, თავისი პლუსები აქვს, თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ პრობლემები ოპტიმიზმით არ უნდა დაფაროთ.

მასწავლებლებს ხშირად უდიდესი ძალისხმევის გაწევა უწევთ, რათა პოზიტიურობა შეინარჩუნონ. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგანან, როგორიც დაბალი ანაზღაურება, კონფლიქტური სამუშაო გარემო, რესურსების ნაკლებობა და რთული ქცევის მოსწავლეები არიან. ტოქსიკურმა პოზიტიურობამ კი შესაძლოა მასწავლებლების „გადაწვა“ გამოიწვიოს. 

გარდა ამისა, მუდმივმა პოზიტიურობამ შეიძლება მასწავლებლები დანაშაულის გრძნობამდე მიიყავნოს მაშინ, როდესაც რაღაცაზე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ. ეს ყველაფერი თავდაჯერებულობაც აისახება და პედაგოგები სამუშაოს ეფექტურად ვეღარ ასრულებენ. საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ამგვარმა მიდგომამ მასწავლებლის ფიქიკას დაღი დაასვას.

სკოლაში, ზოგჯერ, სწორედ ასეთი, ტოქსიკურად პოზიტიური გარემოა შექმნილი. ამგვარი მიდგომისა და მდგომარეობის ამოსაცნობად კი ექსპერეტები შემდეგ რჩევებს აზიარებენ:

ნეგატიური ემოციების იგნორირება: როდესაც სკოლაში ადამიანები ისეთ ნეგატიურ ემოციებს უგულებელყოფენ, როგორიცაა სიბრაზე, იმედგაცრუება ან მწუხარება, ეს შეიძლება იმის ნიშანია, რომ ტოქსიკური პოზიტიურობა დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური ატმოსფეროს შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ასევე, აუცილებელია უარყოფითი ემოციების გამოხატვაც.

როდესაც „მხოლოდ კარგი ემოციების“ გამოხატვისკენ მოგიწოდებენ: თუ თქვენი სკოლის ხელმძღვანალობას მიდგომა აქვს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ პოზიტიურობას აფასებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტოქსიკურ პოზიტიურობას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. როდესაც პედაგოგებზე ზეწოლაა, მხოლოდ ოპტიმისტურად განეწყონ, ეს მათ ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. 

პრობლემების მინიმინალიზაცია: როდესაც პრობლემაზე საუბრობთ და სკოალში ისე იქცევიან, თითქოს, ეს არაფერს ნიშნავს და სერიოზული გამოწვევა სულაც არაა, სავარაუდოა, რომ ტოქსიკურ გარემოში ხართ. პრობლემების იგნორირება ადამიანებს ხელს უშლით იაზროვნონ და მისი გადაჭრის გზებზე იფიქრონ.

მათი შერცხვენა, ვინც უარყოფით ემოციებს გამოხატავს: თუ თქვენს სკოლაში, ნეგატიური ემოციების გაზიარების გამო, ადამიანებს რცხვენიათ ან თავს დამნაშავედ გრძნობენ, ეს იმის ნიშანია, რომ ტოქსიკური პოზიტივი დამკვიდრდა. ადამიანები თავიანთ ემოციებსა და სათქმელს შიშისა და სირცხვილის გარეშე უნდა გამოხატავდნენ.

რასაკვირველია, პოზიტიურობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის პრობლემების საფარველი არ უნდა იყოს. როდესაც ადამიანი ტოქსიკურ გარემოშია, მისი ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, სატანჯველია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება