სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე ​ატაკამის უდაბნოში „იმოგზაურეს“
07-12-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გეოგრაფიის ხარისხიან და ამავე დროს, საინტერესოდ და სახალისოდ სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა.

მსოფლიო ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ვრწმუნდებით, რომ მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიული გარემოს შესწავლისას მასწავლებელი მზია მელივა, დისციპლინათაშორისი კავშირის მიმართულებით, საინტერესო დავალებებს აძლევს მოსწავლეებს და ვირტუალურად ამოგზაურებს კონკრეტულ ლოკაციებზე.

ამჯერად, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურად შეისწავლეს ატაკამის უდაბნო — მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების თანახმად, ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი და საინტერესო ადგილია.

მოსწავლეებმა ატაკამას უდაბნოზე მუშაობისას გამოიყენეს ინტერნეტრესურსები, მოიძიეს მასალა და შემდეგ მატერიალურად, ბუკლეტების სახით წარმოადგინეს აღნიშნული გეოგრაფიული გარემოს ღირსშესანიშნაობები. განსაზღვრეს კლიმატი, გზა უდაბნოში, ტბა ატაკამაში, აქ განთავსებული ათზე მეტი ობსერვატორია ALMA– ს მსგავსად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული პროექტია, ფლორა და ფაუნა და მრავალი საინტერესო ფაქტი, რაც ამ კუნძულთან არის დაკავშირებული.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო საინტერესო და თითოეულის ინდივიდუალურად შესრულებულ ნამუშევარში უამრავ დასამახსოვრებელ ფაქტს გაეცნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება