სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

რატომ უყიდა პირველი პენსიით ტკბილეული მოსწავლეებს და ვინ არის პედაგოგი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს - ინტერვიუ Etaloni.ge-სთან
08-12-2023
-
+


ვინ არის მასწავლებელი, რომელმაც პირველი პენსიით მოსწავლეებსა და მეზობელ ბავშვებს ტკბილეული უყიდა? - დღეს თამილა სვანაძეს გაგაცნობთ, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მასწავლებელს, რომელიც თანამედროვე პედაგოგიური მიდგომებით გამოირჩევა და აქვს უმთავრესი რამ - მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარული.

„თანამედროვე ბავშვი ისეთია, ვერაფერს დააძალებ, ვერ უბრძანებ. ის გეჯიბრება, უნდა, შენნაირი კი არა, შენზე უკეთესი იყოს, ისინი ახლა შედევრებს ქმნიან“,- ამბობს ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამილა სვანაძე და საკუთარი ცხოვრების შესახებ არაერთ საინტერესო ამბავსაც გვიამბობს.

დაწყებითი კლასების პედაგოგმა პროფესია მაშინ აირჩია, როდესაც თავადაც მე-2 ან მე-3 კლასის მოსწავლე იყო და გვიმხელს, რომ გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.

„გული ბავშვებს მივუძღვენი“, - ასე დაიწყო ინტერვიუ და მოსწავლეების მიმართ მზრუნველობა,  განსაკუთრებული დამოკიდებულება მის ყველა სიტყვაში იგრძნობა.

თამილა მასწავლებლის ცხოვრების მთავარი ტერმინი „ბავშვები“ და „ყვავილებია“ - პატარებს მართლაც ისე უვლის, ეფერება და სულიერი საზრდოთი ავსებს, როგორც ყვავილებს; ხშირად ანებივრებს და სხვათა შორის, შარშან სკოლიდან წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს, მერიის მიერ გადაცემული თანხა კი მთლიანად მოსწავლეთა საჩუქრებში დახარჯა - წიგნები უყიდა. გარდა ამისა, თამილა სვანაძემ და მისმა მეუღლემ, რომელსაც მოსწავლეებმა გია ბაბუა შეარქვეს, პატარებს პანდემიის პერიოდი გაუმრავალფეროვნეს - ისინი ვიდეომიმართვებს, ზღაპრებს, გაკვეთილებს... ერთად წერდნენ. 

წლების წინ, განათლების მინისტრის ინიციატივასაც გამოეხმაურა: 1 ყუთი ვაშლი იყიდა იმისთვის, რომ იქიდან ზუსტად 25, თითქმის ერთნაირი ნაყოფი აერჩია და მოსწავლეებისთვის დაერიგებინა. 

ახლა პირველი კლასის დამრიგებელია, ამბობს, რომ ზომიერად მომთხოვნია, სხვანაირად, ბავშვებს დათვურ სამსახურს გაუწევდა. თამილა სვანაძე მოსწავლეების, მისი კრეატიული აქტივობებისა და სხვა საინტერესო საკითხის შესახებ etaloni.ge-ს ესაუბრა.


- თავდაპირველად, გვაინტერესებს, საიდან მოგივიდათ პირველი პენსიით მოსწავლეების გახარების იდეა?


- ეს ბავშვებისადმი ჩემი პირველი ყურადღება და საჩუქარი არ არის. მათი გახარება ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა - მე ასე მინდა. ახლაც, მინდოდა, პირველი პენსია ძალიან დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ალბათ, ყველა ადამიანს უფიქრია, რაში დახარჯავდა პირველ პენსიას. მომივიდა აზრი, თანხა მოსწავლეების საჩუქრებში დამეხარჯა. ამჟამად, სკოლაში ჩემი 80 მოსწავლე სწავლობს, ისინი მე-9, მე-5 და 1-ელ კლასში არიან. ჩემთვის ტერმინი - ყოფილი მოსწავლე არ არსებობს. თანხა ამ 80 მოსწავლესა და მეზობლების 29 ბავშვზე გავანაწილე და ტკბილეული დავურიგე.

ზოგადად, ჩემი ცხოვრების დევიზია - ბავშვები და ყვავილები. ორივე მათგანი ძალიან მიყვარს. მოსწავლეებისთვის ხშირად მიჩუქნია სასკოლო ნივთებიც. მშობლებიც გამიხარებია საჩუქრებით, სარვამარტოდ საოჯახო ნივთები, პარფიუმერია მიჩუქნია. საბედნიეროდ, არც ჩემი ბავშვებისთვის და არც მათი მშობლებისთვის საჩუქრის ფასსა და რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

- როგორი იყო მოსწავლეების რეაქცია, როდესაც ტკბილეული დაურიგეთ?

- რომ გენახათ, ბავშვები როგორი თვალებით მიყურებდნენ, მიხვდებოდით, საუკეთესო საჩუქარი ყურადღებაა. მათი რეაქცია იყო - გაბრწყინებული თვალები და სიხარულით სავსე გული. ბოლოს, ისეთი სიყვარულით ჩამეხუტნენ ჩემი მეცხრეკლასელები, ამის აღწერა სიტყვით არ შემიძლია. 

- როგორ ფიქრობთ, მსგავსი აქტივობები და სასიამოვნო ჟესტები, რამდენად აისახება მოსწავლეთა მოტივაციაზე? 

- ბავშვი სკოლაში თავს დაცულად, უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა გრძნობდეს. იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მას სამართლიანად მოექცევიან. ასეთი პატარ-პატარა აქტივობები აგრძნობინებს, რომ პიროვნებაა და მის შეხედულებებს პატივს სცემენ. ვცდილობ, მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელო.

- ძალიან კრეატიული მასწავლებელი ხართ, საიდან მოგდით იდეები?

- ბევრი იდეა სოციალური ქსელიდან ამიღია - უფრო გასართობი და სპორტული ხასიათის აქტივობები. შემდეგ, ისინი ჩემი კლასის საჭიროებისთვის მომირგია. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არასდროს არ მიმისაკუთრებია სხვისი იდეა, ყოველთვის მითქვამს, თუ სოციალური ქსელიდან ავიღე. ზოგჯერ, ყოფილა რეაქცია - რატომ ვაკეთებთ სხვისას, საკუთარი გამოვიგონოთო. ჩემი გამოცდილებიდან და კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, მეც მომიფიქრებია აქტივობები. თანამედროვე პედაგოგიკა სწორედ აზრთა გაცვლა-გამოცვლას, გაკვეთილების ერთად დაგეგმვას გულისხმობს.

- არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც, თუ მოსწავლეს მასწავლებელი უყვარს, მის საგანს კარგად სწავლობს, ეთანხმებით ამ მოსაზრებას? 

- ჩემი აზრით, საგნის სწავლა მხოლოდ მასწავლებლის სიყვარულზე არაა დამოკიდებული. ბავშვს მზაობა, უნარი, სხვადასხვა ჩვევა უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საგანი კარგად აითვისოს. თუმცა მასწავლებლის მიმართ პატივისცემას ნამდვილად სიყვარული განსაზღვრავს. ზოგადად, მოსწავლე იაზრებს, პედაგოგისთვის რამდენად სასიამოვნოა გაკვეთილში მისი ჩართულობა და მონდომება. მიმაჩნია, რომ ბავშვებს ისე უნდა დაველაპარაკოთ, როგორც ზრდასრულს. თუ მასწავლებელი მათ გულს ჩასწვდება, ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცხოვრება ამ პროფესიისთვის მიგეძღვნათ? 

- 39-ე წელია, რაც სკოლაში ვმუშაობ. პროფესია ბავშვმა, მე-2 - მე-3 კლასის მოსწავლემ, ავირჩე. ჩემი კარის მეზობელი დაწყებითი კლასების პედაგოგი იყო, რომელთანაც ძალიან ხშირად შევდიოდი. გულისფანცქალით ვუყურებდი, როგორ აკეთებდა წითელი კალმით ჩანაწერებს, როგორ ემზადებოდა გაკვეთილებისთვის. მივუცუცქდებოდი ხოლმე და ნელ-ნელა მისი სამუშაო მაგიდა, ჩვენი სამუშაო მაგიდა გახდა. ძალიან შემათამამა, ნიმუში დამაწერინა, მეუბნებოდა, რომ კარგი კალიგრაფია მქონდა და რაღაცის დაწერას მავალებდა. მოკლედ, თავის საქმეში ჩამრთო, მე კი ჩემი ჩანაფიქრისთვის არ მიღალატია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, მთელი გული ჩემს მოსწავლეებს მივუძღვენი.

- როგორც პედაგოგისთვის, რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რას გინდათ, რომ თითოეულ მოსწავლესთან მიაღწიოთ? 

- ძალიან მინდა, რომ ბავშვებს მოსმენა შეეძლოთ, ამის უნარი ჰქონდეთ. გარდა ამისა, მინდა, გააცნობიერონ, რომ მათ არ უნდა ისწავლონ დედისთვის, მამისთვის, მასწავლებლისთვის, არც სკოლისთვის - მათ უნდა ისწავლონ ცხოვრებისთვის. ამ ბოლო დროს ამბობენ, რომ ცხოვრებაა თავად მასწავლებელი, მაგრამ ჩემი მიზანია, მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე ის უნარები ჩავუნერგო, რაც მომავალში ნამდვილად გამოადგებათ. მინდა ისწავლონ, რომ შეცდომის დაშვების შიში არ უნდა ჰქონდეთ.

- კრეატიული აქტივობებით ახერხებთ, რომ წლების განმავლობაში, სამუშაო თქვენთვის ერთფეროვან საქმედ არ იქცა? 

- იმდენად სხვანაირი თაობა მოდის, რომ ერთი და იგივე მეთოდით ვერ ასწავლი, მათთვის რაღაცები მოძველებულია. თუმცა არც ისეა საქმე, როგორც ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვებმა კომპიუტერი, ინგლისური, წერა-კითხვა იციან, ასე ნამდვილად არაა. მე პირველი კლასი მყავს და ვუყურებ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ პირველკლასელმა წერა-კითხვა ისწავლოს.

- რამდენიმე დღის წინ, კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ათვისება უჭირთ. თქვენ ათეული წლებია, რაც მასწავლებელი ხართ, რას ფიქრობთ განათლების ხარისხზე? 

- კვლევასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი რამდენად კომპეტენტური იქნება, არ ვიცი. შემიძლია გითხრათ, მასწავლებლები ძალიან ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ განათლების ხარისხი მაღალი იყოს, მაგრამ რამდენადაც სამწუხარო უნდა იყოს, ფაქტი სახეზეა. ჩვენ სპეციალურ გაკვეთილებსაც ვატარებთ, მაგრამ ასეთ დაბალ შედეგს რა იწვევს, არ ვიცი. ბავშვი წიგნს დაშორდა, ეს მოსაზრება ტყუილი არ არის, მხატვრულ ლიტერატურას ნაკლებად კითხულობენ. თუ ეცნობიან ეს იმიტომ, რომ მასწავლებლები უთითებენ, რა წაიკითხონ.

- რა გესახებათ ამ ვითარებიდან გამოსავლად? 

- ჩვენ სკოლაში ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც წიგნები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, რასაც აქტიურად ვიყენებთ. წაკითხულის გააზრების მიმართულებით ვმუშაობთ. გასვლითი აქტივობები გვაქვს სხვადასხვა ბიბლიოთეკაშიც. რა თქმა უნდა, ამ საკითხში მეტი წიგნის გაცნობა, მნიშვნელოვანია. 

- მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაზე რას ფიქრობთ, სტატუსიანი მასწავლებელი განათლების მაღალ ხარისხს განაპირობებს? 

- მასწავლებლები გამოწვევას უნდა პასუხობდნენ. მათ მინდა, არ მინდა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ. პედაგოგი სიახლეებს უნდა ეძებდეს და ყოველთვის სწავლობდეს. მე პირადად, უდიდესი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ახალ ლიტერატურას არ გავეცნო. 2012 წელს საკმაოდ წარმატებით ჩავაბარე გამოცდა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მომენიჭა. მე აღარ გავსულვარ გამოცდაზე, მაგრამ როგორც სხვა პედაგოგებისგან ვიცი, უკმაყოფილოები არ არიან.

- ბოლოს, საინტერესოა, რა განსხვავებული მიდგომებია საჭირო პირველი კლასის მოსწავლეებთან?

- როდესაც მე-4 კლასს ვუშვებ და პირველკლასელებს ვიღებ, ვგრძნობ, იმათთან შედარებით, ეს ბავშვები რამდენად პატარები და უსუსურები არიან. განსხვავება ისაა, რომ უფრო მეტად უნდათ ყურადღება, ფერება, ერთი და იმავე საკითხის რამდენჯერმე ახსნა შეიძლება დაგჭირდეს. გარდა ამისა, ყურადღების კონცენტრაციაც უჭირთ. მასწავლებელს ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს. აბრაამ ლინკოლნის წერილი მახსენდება ხოლმე, რომელიც თავისი შვილის პედაგოგს მისწერა. მასში ეწერა, რომ ჩემს შვილს თბილად მოექეცი, გულში ჩაიკარიო, მაგრამ ბოლოს ამატებს, არც ის დაგავიწყდეს, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადიო. ესაა მასწავლებლის ხელოვნება, ბეწვის ხიდზე ისე გაიაროს, რომ მოსწავლეს გული არ ატკინოს და ისე ასწავლოს ყველაფერი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება