სიახლეები
სკოლები

ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საშემოდგომო სანახაობა
08-12-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. ზეიმზე მათ ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ქართული ანიმაციური მულტფილმის გმირების - წუნასა და წრუწუნას როლები მოირგეს და შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მათ ასევე თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს. აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ბოლოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მადონა ჭრელაშვილმა მოსწავლეებს  საუკეთესო თანამშრომლობისთვის საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები ინეზა კარკაძე და შორენა გავაშელაშვილი.

სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ კი აღნიშნული დღის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლების საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია - ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII), სამოქალაქო განათლება, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ცნობილია, საჯარო სკოლების ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც განიხილავენ

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება