მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლის საგამოფენო დარბაზში VIIბ კლასის მოსწავლეთა ხელოვნების გაკვეთილზე, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, დამზადებული ეკლესიის მაკეტების გამოფენა მოეწყო.
მეშვიდეკლასელებმა ნამუშევრებზე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მათმა ნაკეთობებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მადლობას ვუხდით კლასის ყველა მოსწავლეს მაღალი აქტივობისა და მონდომებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ