სიახლეები
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო
08-12-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგების მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა განვითარება და ცოდნის გაღრმავებაა, რისთვისაც არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად,  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით (კათედრის ხელმძღვანელი - ლია რამიშვილი) და ისტორიის კათედრის ჩართულობით (კათედრის ხელმძღვანელი - დავით ტრაპაიძე), სასწავლო ექსკურსია მოეწყო. მასში V-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ, ექსკურსიის ფარგლებში, გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმები, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და გივი ყიფიანის სახელობის ტყე-პარკი - მშვიდობის გორა მოინახულეს. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს, მუზეუმებში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს და სკოლაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სწავლა-სწავლებისას მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლებაც. მოსწავლემ უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ასევე უნდა შეძლოს ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.

მოზარდს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოპოვება და მისი შეფასება შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან პრიორიტეტული შემდეგი თემებია:

-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;   
-გარემოს დაცვა;
-სამოქალაქო უსაფრთხოება.

მოკლე გეგმა კი ასეთია:

1.პროექტ-პრეზენტაციის მომზადება;
2.სასწავლო ექსკურსიის მოწყობა;
3.მხატვრული კითხვის კონკურსი თემაზე -,,ჩვენი გალაკტიონი'';
4.ექსკურსიის შეჯამება-შეფასება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება