მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეების ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება დაევალა მანდატურის სამსახურს.
ახალი დოკუმენტით განისაზღვრა მანდატურის სამსახურის 3 მთავარი ვალდებულება ფსიქოსოციალური მიმართულებით:
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს:
ა) 2024 წლის 1 მარტამდე − ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურების ადმინისტრირების მიზნით შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბებისთვის/დაკომპლექტებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) 2024 წლის 1 ივნისამდე − ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2024 წლის 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით