მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის, კურიკულუმის, კვების დარგში და სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების მიმართულებით შერჩეულ ანალიტიკოსებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო 2023 წელს ბაღების მიერ განხორციელებული თვითშეფასებების ანალიზისთვის შერჩეული ანალიტიკოსების მომზადება და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თვითშეფასებების შედეგების ანალიზის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი, ყურადღება გამახვილდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების შედეგების ანალიზის მნიშვნელობაზე, ანალიტიკოსების მუშაობის პრინციპებსა და პასუხისმგებლობაზე, სამუშაოს შესრულების ვადებსა და განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგის სისტემაზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თვითშეფასების ანალიზი 2024 წლის იანვრიდან განხორციელდება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით