სიახლეები
საინტერესო

რა უნდა ვიცოდეთ 2024 წლის სიმბოლოს შესახებ - რას გვპირდება ხის მწვანე დრაკონი?
23-12-2023
-
+


აღმოსავლურ კალენდარში 2024 წელი - ხის მწვანე დრაკონის წელია. ჩინურ კულტურაში მითოლოგიური ცხოველი ძალაუფლების, კეთილდღეობის, პატივის, იღბლისა და წარმატების სიმბოლოა.

2024 წლის სიმბოლო არაერთ ლეგენდასთან და რწმენასთან ასოცირდება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს შეუძლიათ ჰარისა და წვიმის მართვა, მოსავალიანობაზე ზემოქმედება, და, ზოგადად, მსოფლიოს აყვავება. დრაკონი, ასევე, ძლიერ თილისმად ითვლება.

დრაკონი - ჩინური ჰოროსკოპის 12 ნიშნიდან მეხუთეა. ეს ერთადერთი მითიური ცხოველია ზოდიაქოს ნიშნებს შორის და ითვლება, რომ ის ყველაზე ენერგიული და ძლევემოსილია. 

ყოველი წელი, აღმოსავლური კალენდრით, ხუთი მამოძრავებელი ძალიდან ერთ-ერთის - ლითონის, წყლის, ხის, ცეცხლისა თუ მიწის ელემენტის მატარებელია. თითოეული ციკლი კი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. 2024 წელში ხის დრაკონის წელი დგება, ანალოგიური ნიშანი ბოლოს 1964 წელს ბატონობდა. ჩინური ტრადიციით, ხე ზრდის, განვითარებისა და წარმატების ელემენტად ითვლება. 



რა გველოდება 2024 წელს? 

ჩინელებს სჯერათ, რომ 2024 წელი იქნება განსაკუთრებით წარმატებული, რადგან ყველაფერთან ერთად მის სიმბოლოს აქვს მწვანე ფერი, რომელიც ჩინურ კულტურაში დიპლომატიურობას, ადაპტირების უნარსა და აღორძინებას ნიშნავს. 

ამასთან, ხის სტიქია, ჩინურ კულტურაში შემოქმედებითობასთან, თავისუფლებასთან, სამყაროს კვლევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად ის აღორძინებისა და განვითარების ხელშემწყობია. 

2024 წელს ბევრს გაუჩნდება საკუთარი გეგმებისა და მიზნების რეალიზების საშუალება. ითვლება, რომ დრაკონს უყვარს გამომგონებელი, აქტიური ადამიანები, რომელებიც ცვლილებებსა და სიახლეებს არ უშიდნებიან. 

ხე ფიზიკური და სულიერი ზრდის სიმბოლოა, ამიტომ წარმატება იქნება თავდაჯერებული ადამიანების თანმდევი, რომელთაც მკაფიო და კეთილსინდისირერი მიზნები აქვთ. მწვანე ფერი განახლების, ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა. 

ხის დრაკონი გვასწავლის მოვერგოთ პრაქტიკულად ნებისმიერ, ყველაზე არახელსაყრელ პირობებსაც კი და რაც უფრო მეტი სირთულეს წავაწყდებით, ასტროპროგნოზის თანახმად, მეტი ძალა და მოთმინება მოგვეცემა. 

წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება - ვირთხის, დრაკონის, მაიმუნისა და მამლის წელში დაბადებულთათვის. ნაკლებ წარმატებული - ღორის, ცხენის, თხის, ვეფხვისა და კურდღლისთვის. პირად და პროფესიულ ცხოვრებაში შესაძლოა წინააღმდეგობებს წააწყდნენ - ხარი, გველი, ძაღლი. 

დრაკონის წელში დაბადებულთ, თქვენი ნიშანი დაგეხმარებათ ისეთი ხასიათის განმტკიცებაში, როგორიცაა გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა. 

რაც შეეხება 2024 წელს დაბადებულ ბავშვებს - ხის დრაკონი ითვლება წყნარ, შრომისმოყვარე, სირთულეების მოყვარულ ნიშნად, სწორედ ეს თვისებები შესაძლოა დაჰყვეთ მათ.



როგორ შევხვდეთ 2024 წელს?

ასტროლოგები გვირჩევენ ამ წელს განსაკუთრებული პომპეზურობით შევხვდეთ. დრაკონს არ მოსწონს რუტინა და ყოველდღიურობა. ახალი წლის ღამეს, საზეიმოდ მორთული სახლი, ბევრი ბრჭყვიალა მოსართავითა და გირლიანდებით აუცილებელი ტრადიციაა, ამას უკვე მოსდევს აქტიური გართობა და გულუხვი საჩუქრები. 

ეგზოტიკური იერსახის დრაკონს უყვარს ლამაზი, ძვირფასი და ბრჭყვიალა ნივთები: რაც ცოტა არ იყოს კონტრასტულია დრაკონის სუფრის ტრადიციებთან - დრაკონის გულს მოვიგებთ - თუ სუფრაზე მარცვლეულის კერძებს, ვაშლსა და ცოცხალ მწვანილს დავახვედრებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება