სიახლეები
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
11-12-2023
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში ოქროსფერი შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებითა და ამაღლებული განწყობით გააცილეს. 

„მადლიანმა ღვინობისთვემ კარი ტკბილად გაიხურა“ - ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად მესამეკლასელთა საშემოდგომო ღონისძიებას, რომელსაც კლასის ხელმძღვანელი ზაირა ნიკოლაძე უძღვებოდა.

ღონისძიებაზე მოეწყო ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, ნაირფერი ფოთლებით, ხილით და სხვადასხვა ტკბილეულით მოირთო ოთახი, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური ნომრები მიუძღვნეს ბარაქიან შემოდგომას, ამოავლეს ჩურჩხელები - ამ აქტივობამ კი, განსაკუთრებით გაახალისა პატარები.

მეოთხეკლასელებმა, „ვიქტორინათი“ გააცილეს შემოდგომა, ხელმძღვანელი კი, ირინე არევაძე გახლდათ, ბავშვებმა ასევე გაიხსენეს ლექსები, სიმღერები, გამოცანები შემოდგომაზე და ერთმანეთს გამოცნობაში შეეჯიბრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, გამოჭრეს ლამაზი ფოთლები და გზა დაულოცეს ოქროსფერ შემოდგომას. 

პირველკლასელებმა კი, მშობლების დახმარებით ულამაზესი აპლიკაციები შექმნეს შემოდგომის თემაზე, რომლითაც  შემოდგომის კუთხე მოაწყვეს კლასში, მათი ხელმძღვანელი მაია ფანჩულიძე გახლავთ.

ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, სადღეგრძელოები მიუძღვნეს ლამაზ და მშობლიურ მთას, მდელოს, ვაზზს, ჩურჩხელასა და თათარას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ყველა მოსწავლე აქტიურად და სიხარულით იყო ჩართული. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება