სიახლეები
სკოლები

„ია ოქროსფერ სამოთხეში“- პირველკლასელთა ორიგინალური საშემოდგომო ღონისძიება ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში
11-12-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეების განვითარებაზე, მათ მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, დიდი ჟრიამული 1-ელ კლასში იყო, სადაც ორიგინალური საშემოდგომო შოუ - „ია ოქროსფერ სამოთხეში“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, დამრიგებელ ნაირა ბაბლიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს და იცეკვეს. 

გარდა ამისა, პატარა მოსწავლეებმა ბარათები - „ჩემი პირველი ხელნაწერი“ დაამზადეს, სადაც თითოეულმა მათგანმა პირველი წინადადება - „აი ია“ ჩაწერა და დედიკოებს საჩუქრად გადასცა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელსა და გოგონებს თეთრ საყელოებზე, ბიჭებს კი პეპელა-ბაფთებზე ამშვენებდათ ამოქარგული ია და წარწერა „აი ია“. ღონისძიება მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

„მოსწავლეებმა თავიანთი დაბადების დღის სეზონების მიხედვით კლასში მრავალფეროვანი საჩუქრები შემოიტანეს. მასპინძელი შემოდგომა გახლდათ. ზაფხულმა ორშიმო და ქვევრის სარეცხი მოიტანა, ზამთარმა - საცერი და საწნახელი, ხოლი გაზაფხულმა ორიგინალურად შემოიტანა „ია“ და განმარტა,  რომ ზუსტად 147 წლის წინ დიდმა იაკობმა ბუჩქიდან ია „დედაენის“ წიგნში ჩააფინა.  ჰოდა, იმ დღიდან ჯადოსნური სიტყვებით - „აი ია“ შენდება ჩვენი მეტყველება, ქართული საოცარი მეტყველება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება