მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს პროექტი - „ჯანსაღი კვება,ჰიგიენა და სპორტი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩაერთო VII კლასი, დამრიგებლის - ირმა კაკრიაშვილის ხელმძღვანელობით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში აქტივობა სკოლის ექიმის - ქეთევან სანიკიძის, მონაწილეობით ჩატარდა.
შეხვედრაზე, მონაწილეებმა ჯანსაღი კვების შესახებ ისაუბრეს და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საინტერესო იყო და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ