სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
11-12-2023
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მთვარისა ახვლედიანი სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად ღირებული ცვლილებებისა და სიახლეების წინაშეა.

ამჯერად, სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა- შალვა კირთაძემ და ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა - მთვარისა ახვლედიანმა მოაწერეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სწავლა-სწავლების პროცესში გამოცდილების გაზიარებას, სასწავლო მეთოკიდის დახვეწას, სკოლაში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკავლო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების პედაგოგიური პრაქტიკის გავლას და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს.

დირექტორი განასაკუთრებულ მადლობას უხდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს. 

„მადლობა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ ირაკლი სილაგაძეს ამ მჭიდრო ურთუერთკავშირისათვის, რაც, უთუოდ, სასიკეთოდ წაადგება ჩვენი სკოლისა და მთელი ცაგერ-ლენტეხის მოსწავლე-ახალგაზრდობას!“- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება