სიახლეები
სკოლები

„სწორად შერჩეული პროფესია - სწორად დაგეგმილი კარიერა“ -მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
11-12-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობას სკოლაში, დიდი მონდომებით ატარებენ.

ამჯერად, სამოქალაქო კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი: „სწორად შერჩეული პროფესია - სწორად დაგეგმილი კარიერა“ განახორციელეს VII-XI კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს.

მოსწავლე ლუკა ჟორჟოლიანმა ისაუბრა კარიერული დაგეგმვის სამ ძირითად ელემენტზე:

  1. კარიერული ინფორმაცია;
  2. კარიერული განათლება;
  3. კარიერული კონსულტირება ისაუბრა. მან დამსწრეთ გააცნო სამივე ელემენტის შინაარსი. 
„არსებობს კარიერის არჩევისა და დაგეგმვის ბრიტანული მოდელი DOTS-მოდელი, რომელსაც იყენებენ საკუთარი თავის შესასწავლად. იგი ენტონ დოტსიმ და ბილ ლომ 1972 წელს შეისწავლეს, თუმცა მოდელი სხვა თეორეტიკოსებმა წლების განმავლობაში განავითარეს და სრულყვეს, სადაც უკვე მხედველობაშია მიღებული კულტურული და საზოგადოების სხვა ცვლილებები.

დოსტის იდენტიფიცირებული კარიერული კომპეტენციების განვითარების ოთხი საფეხური არსებობს:

  1. გადაწყვეტილების სწავლება - პერსონალური ფაქტორების აწონ-დაწონვის უნარი სწორი გეგმის შესაქმნელად;
  2. შესაძლებლობების ცნობიერება - შესაძლებლობების ცოდნა და მათი კვლევის უნარი;
  3. გარდამავალი სწავლება - იმის გაგება, თუ როგორ უნდა მოძებნოთ და უზრუნველყოთ შესაძლებლობები;
  4. თვითცნობიერება - მოტივაციის, უნარებისა და პიროვნების იდენტიფიცირებისა და გამოხატვის უნარი, რადგან ისინი გავლენას ახდენენ კარიერულ გეგმებზე“,-  აღნიშნა პრეზენტაციისას.
ბავშვებმა აღნიშნული საკითხების შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს. მოსწავლეებმა: მარიამ სიხარულიძემ, ლიკა დოლაბერიძემ და ნინი ხაზარაძემ ისაუბრეს ეპოქის ყველაზე მოთხოვნადი და შემოსავლიანი პროფესიების შესახებ.

ბოლოს მათ ერთმანეთს აზრები გაუცვალეს და ცოდნა გაუზიარეს. პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება