სიახლეები
სკოლები

„სვანეთი - მითებისა და ლეგენდების ზღაპრული სამყარო“ - საინტერესო ღონისძიება მელეს საჯარო სკოლაში
11-12-2023
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში, პროექტი - „სვანეთი - მითებისა და ლეგენდების ზღაპრული სამყარო“, განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტს ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი პედაგოგოგი - მზიურა ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. 

პროექტში მონაწილეობდა მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის ყველა მოსწავლე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა   წაიკითხეს ლეგენდები, მითები. 

პროექტის მიზანსა და სვანეთის შთამბეჭდავ კუტურასა და ისტორიაზე, ვრცლად საუბრობს თავად პედაგოგი, ის აღნიშნავს, რომ პროექტი კეთილ საქმეს ემსახურება, რომელიც გულისხმობს მოიძიონ, შეისწავლონ და მომავალ თაობებს გადასცენ სვანეთში შექმნილი მითები, ლეგენდები და გმირული ეპოსის საუკეთესო ნიმუშენი.

„ჩვენი ლამაზი კუთხე, ჩვენი სვანეთი მართლაც არის მითებისა და ლეგენდების ზღაპრული სამყარო. ის მისტიკური გარემო და იდუმალება, რითაც ასეთი მდიდარია ჩვენი გარემო, ასაზრდოებს სვანი ხალხის მდიდარ ფანტაზიას და ხელს უწყობდა ხელი-ხელ ნაგოგმანები მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის შექმნას, რითაც ასე აღფრთოვანებულა ყველა, ვისაც კი ოდესმე ფეხი დაუდგამს. დღეს, როცა გლობალიზაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები ასე შემოიჭრა ცხოვრების ყველა სფეროში, შეიქმნა საშიშროება იმისა რომ დავიწყებას მიეცეს საუკუნეების განმავლობაში რუდუნებით შექმნილი და წვითა დაგვით ჩვენამდე მოტანილი უძვირფასესი საგანძური. ჩვენი დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ კეთილშობილურ საქმეს ეძღვნება; მოვიძიოთ, შევისწავლოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სვანეთში შექმნილი მითები, ლეგენდები და გმირული ეპოსის საუკეთესო ნიმუშები“, - აღნიშნავს პედაგოგი. 

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს შესანიშნავი პროექტისთვის, ბავშვებს კი წარმატებებით სავსე წელი უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება