სიახლეები
სკოლები

ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეები კოდის წერის ოლიმპიადის ფინალში წარმატებით წარდგნენ
12-12-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა HOUR OF CODE 2023-ის ოლიმპიადის პირველი შესარჩევი რაუნდი წარმატებით გადალახეს და ფინალში გადავიდნენ.  

ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეების პირველი ოთხეულს შეადგენდა: ანდრია მეყანწიშვილი, გაბრიელ მეყანწიშვილი, ცოტნე მეყანწიშვილი და მარიამ ბალიაშვილი.

„აღნიშნულ ოლიმპიადაში ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ეს არ არის სიტყვის მასალად ნათქვამი ფრაზები, სრული სიმართლეა, ჩვენი მასწავლებელი გაოგნებული იყო, დაწყებული არ იყო, სულ რაღაც 2 წუთში ჩვენი სკოლის ოთხმა მოსწავლემ ხელი აწია,რომ დავამთავრეო“, - გვიყვებიან სკოლაში.

10 დეკემბერს კი საქართველოს უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა RocoAcademy-ის ორგანიზებული HOUR OF CODE 2023-ის ოლიმპიადის ფინალური ტური, რომელშიც მონაწილეობდა ქარელის მუნიციპალიტეტიდან 20 მოსწავლე - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე,  ბრეძის საჯარო სკოლის 6 და ავლევის საჯარო სკოლის 3 მოსწავლე.

ფინალში ბრეძის საჯარო სკოლიდან წარმატებით იასპარეზეს მოსწავლეებმა: გაბრიელ მეყანწიშვილმა (III კლასი), ანდრია მეყანწიშვილმა (III კლასი), ცოტნე მეყანწიშვილმა (III კლასი), ბექა მეყანწიშვილმა (V კლასი), მერაბ მაყიშვილმა (V კლასი) და ნიკოლოზ მეყანწიშვილმა (VI კლასი).

რუისის N3 საჯარო სკოლიდან კი ფინალისტები იყვნენ მოსწავლეები: ქეთი ვარძელაშვილი - III ადგილი ( IV კლასი), თინათინ ბალიაშვილი - ათეული ( IV კლასი), მარიამ დადეშელი - ათეული ( IV კლასი), მაიკო ღვინიაშვილი - ათეული ( IV კლასი), გიორგი ბიხანაშვილი - IV ადგილი (VII კლასი), ცოტნე უმეკაშვილი - IV ადგილი ( V კლასი).

ღირსეულად იასპარეზეს და ფინალურ ტურში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ ასევე:  მარიამ მამესწარაშვილი - (V კლასი), ქეთევან ბალიაშვილი (V კლასი), ალექსანდრე ბუზიაშვილი -( V კლასი), ლუკა ბიხანაშვილი (VI კლასი),  მარიამ ბალიაშვილი ( III კლასი ).

კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის სოფელ ავლევის საჯარო სკოლიდან კი ფინალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: მარიამ ჩინჩალაძე (VIII კლასი), გიგა თხლაშიძე ( III კლასი),  ნოდარი მეგრელიშვილი ( VI კლასი).

ისტ-ის მასწავლებელი მაკა მეტრველი, რომელიც ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა, ბავშვების წარმატებით ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს.

„ვულოცავ ჩემს ნიჭიერ და მშრომელ მოსწავლეებს ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას და მიღწეულ შედეგებს. მადლობას ვუხდი მშობლებს მხარდაჭერისთვის, გულდასაწყვეტია პირველი ტურის შემდგომ ასეთი გართულებული და ასაკობრივად შეუსაბამო დავალებები, განსაკუთრებით დამწყები პროგრამისტებისთვის მე-3 კლასელებისთვის. იმედია ორგანიზატორები გაითვალისწინებენ სამომავლოდ“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება