სიახლეები
სკოლები

„საქართველოს სახელმწიფო დროშა“ - მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
12-12-2023
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მეთოდი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს სძენს, პროცესი კი მოწაფეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისოა. 

ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის  - მარინა ციცქიშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინეს პროექტი - „საქართველოს სახელმწიფო დროშა“.

მეათეკლასელებმა საინტერესოდ ისაუბრეს საქართველოს როგორც ახალი ისე ძველი დროშების შექმნის ისტორიებზე, მათ ფორმებსა და ზომებზე, შეადარეს სხვა სახელმწიფების დროშებს.

„მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დროშების ზოლების გვერდებს შორის ფარდობაზე და მის კავშირზე ოქროს მართკუთხედთან და ოქროს კვეთის რიცხვთან. საინტერესო იყო მათ მიერ წარმოდგენილი ოქროს კვეთის ისტორია და მათი გამოყენება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. აღწერეს, რომ იგი წარმოადგენს სამყაროს შემეცნების ერთ-ერთ საოცრებას, რომელიც ასოცირდება სილამაზესა და ჰარმონიასთან“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება