მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „მოდარაჯის“ ინიციატივით, მოხალისეობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია - „მოხალისეობა - სიკეთე თუ აუცილებლობა“, აჩვენეს ანიმაცია შესაბამის თემაზე და კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს მოხალისეობის შედეგებზე, გამოწვევებსა და სარგებელზე, აგრეთვე, გაეცნენ ცნობილი სახეების მოხალისეობრივ საქმიანობას.
ბოლოს ყველა მონაწილემ ერთობლივად შექმნა პოსტერი - „მე მოხალისე“.
მოხალისეობის საერთაშორისო დღე 5 დეკემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ