მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VI ა კლასში, რომლის დამრიგებელი თამილა ჭოლაძე, საგნის პედაგოგი კი დალი სილაგაძე გახლავთ, კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი თემაზე: „სუფთა ნივთიერება და ნარევი“ ჩატარდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარადგინეს ლამაზად გაფორმებული პოსტერები და ბუკლეტები, სადაც თვალსაჩინოდ ჩანდა არყის წარმოება საქართველოში. მათ ასევე მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები არყის წარმოებასთან დაკავშირებით.
„ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჭაჭის არაყზე, რადგან ისინი მეღვინეობის ქვეყნის შვილები არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ასევე სკოლაში წარადგინეს მოძიებული ინფორმაციები ხილისა და მარცვლეულის არყის წარმოების შესახებ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები დაინტერესდნენ მეღვინეობის პროფესიით.
სასწავლო პროცესს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, რომელმაც დადებითად შეაფასა აღნიშნული გაკვეთილი.
მსგავსი გაკვეთილები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ