სიახლეები
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ჟურნალისტის როლი მოირგეს
12-12-2023
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მოსწავლეები მრავალფეროვან შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან და ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და ხალისით აკეთებენ.

ახლახან, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პედაგოგ ცირა ბიბინიძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „ჩვენი ურთიერთობები“. 

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს - „ინტერვიუ უფროსი თაობის წარმომადგენელთან“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა „ჟურნალისტებმა“ მშვენივრად მოირგეს როლები და სტუმრად მიიწვიეს სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი.

მოსწავლეების მიერ მომზადებულ საინტერესო და მიზანმიმართულ შეკითხვებს პედაგოგმა - ნონა მაჭარაშვილმა საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა და ბავშვებს გააცნო თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები და გამოცდილება, ისაუბრა თუ რა გზა გაიარა ამ უდიდესი წარმატების  მისაღწევად.

„ვფიქრობთ მიღებული გამოცდილება დაეხმარება მოსწავლეებს სამომავლო მიზნების სწორად დასახვაში! განხორციელებული კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მოსწავლეებში  მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზების, კითხვების სწორად ჩამოყალიბების, კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარებას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება