სიახლეები
სკოლები

„ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
12-12-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში მათი ინიციატივით, კლუბ „აქტიური მოქალაქეების“ ჩართულობით პროექტი -  „ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ - ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! მიმდინარეობს.

სკოლაში, პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

ამ დღის აღსანიშნავად, დაწყებით და საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ელიზა ლიპარტელიანმა შეხვედრა ჩაატარა, რომლის მთავარი მიზანიც, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები, საგანი „მე და საზოგადოების“ ფარგლებში, მასწავლებელ იამზე ფანცულაიას ხელმძღვანელობით, თანამშრომლობენ პროექტთან და ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მათი ერთ-ერთი აქტივობა სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გახლდათ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრები ინტერაქციული იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვისა და ზოგადად ადამიანის უფლებებზე, მის მნიშვნელობასა და ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

„მათ ასევე ისაუბრეს, რატომ უნდა დაიცვას ადამიანმა მისი და სხვისი უფლებები. იმსჯელეს ასევე, რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების დარღვევას. როგორ შეიძლება აღვკვეთოთ ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები“, - გვიყვებიან სკოლაში.

ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! - ამ მოწოდებით მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

უკვე 75 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება