სიახლეები
სკოლები

მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი და არაერთი წარმატება
12-12-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ინტელექტუალურ თუ სპორტულ აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ. სკოლაში ასევე არაერთი საინტერესო ღონისძიება ტარდება, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

აღსანიშნავია, რომ ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო მოსწავლეთათვის.

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს და პედაგოგ მანანა დოლიძის ხელმძღვანელობით „იას“ ვარსკვლავი გაუხსნეს. აქტივობამ მათ სასწავლო მოტივაცია აუმაღლა. 

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის კი მოსწავლეებს: მედეა აბაშმაძეს, მაგდა მეფარიშვილს, ელენე ტოკლიკიშვილსა და თამარ მელუას პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. აღნიშნულმა ჯილდომ ბავშვები გაახარა და სწავლის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა. 

სკოლის მოსწავლეები ასევე მიმდინარე სასწავლო წელს სპორტულ აქტივობებსა და კონკურსებში მიღწევებით გამოირჩეოდნენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე გახლავთ მე-10 კლასელი ელენე ტოკლიკიშვილი, რომელმაც სპორტულ შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის სიგელი დაიმსახურა. სკოლის მოსწავლეთა გუნდმა კი, რომლის მასწავლებელი დავით დევდარიანი გახლავთ „მინი ფეხბურთის“ შეჯიბრში იასპარეზა წარმატებით. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს .

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება