სიახლეები
სიახლეები

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 10 წლის ბიჭი დაშავდა - დაზიანებულია სხეულის 10 პროცენტი და სასუნთქი გზები
12-12-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდმა სხეულის დამწვრობა მიიღო. არსებული ინფორმაციით, მოზარდის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა. როგორც ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალში განაცხადეს, 10 წლის ბიჭს მეორე-მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა.

„პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულმკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში. დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იყო საჭირო, რადგან აქვს მრავლობითი დამწვრობა გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, ამიტომ გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი“, – განაცხადა ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.

„ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება