სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელები თექაზე მუშაობის ტექნიკას გაეცნენ
12-12-2023
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, პროფესიული განათლების კუთხით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, II კლასის მოსწავლეები დამრიგებლის, ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, სოფელ საწირის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: თექაზე მუშაობა, კულინარია, მებაღეობა, ელექტროობა.

მოსწავლეები გაეცნენ თექაზე მუშაობის ტექნოლოგიას პედაგოგის - ქეთევან გოგინოვის ხელმძღვანელობით. მათ ჩაუტარდათ საინფორმაციო ლექცია თექის წარმოშობისა და დამუშავების შესახებ, დაათვალიერეს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრები, თავადაც დაამზადეს თექისაგან სასურველი საგნები და უკეთ გაეცნენ ქართული ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციებს.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს.

სკოლაში დიდი მადლობას უხდიან, მასპინძელ სკოლას საუკეთესო დახვედრისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის. 

„დიდი მადლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ზვიად გაბრიჭიძეს და პედაგოგებს გულთბილი დახვედრისთვის, საინტერესო, ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება