სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ზეიმი“ - მაწიმის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი ღონისძიება
12-12-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, მოსწავლეთა მონაწილეობითა და პედაგოგ მანანა გაგნიძის ხელმძღვანელობით, სოფელ რაჭისუბანში მდებარე „შატო ყირამალას“ შემოგარენში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.

„გიორგობის ეს დღე განსაკუთრებულად ლამაზი იყო სოფელ რაჭისუბანში მდებარე „შატო ყირამალას“ შემოგარენში. რთველჩავლილ ვენახებს და ფირუზისფერ ზეცას ახმაურებდნენ „შემოდგომის ზეიმის“ მონაწილე მოსწავლეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მოსწავლეებთან ერთად კიდევ უფრო ამხიარულებდნენ გარემოს.

ზეიმზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, თემატური ლექსები წაიკითხეს. ისინი ლამაზ სამოსში გამოეწყვნენ და შემოქმედებითი უნარებით იქ მყოფი საზოგადოება აღაფრთოვანეს.

უმცროსკლასელებს მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები დაეხმარნენ. მოსწავლეებმა: მარიამ ღლონტმა და მათე გოგოლაძემ, როგორც გვიყვებიან, ულამაზესი ცეკვები შეასრულეს.

„ხალისიანი, მხიარული ღონისძიება, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა პატარების ჭრელაჭრულა სამოსმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლაში განსაკუთრებით აღნიშნავენ,  „შატო ყირამალას“ მომსახურე პერსონალისა და ხელმძღვანელის ზურა მუმლაძის წვლილს, რომელიც ამ დღის გალამაზებაში მიუძღვით.

„ამ უდიდესი წვლილისთვის, გულითადი ყურადღებისა და მასპინძლობისთვის მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში ასევე მადლობას უხდიან, მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორს - მაია ფრიდონიშვილსა და მასწავლებლებს ხათუნა მოდებაძეს, მაკა რევაზიშვილსა და ნატო ჯავახიას ზეიმში მონაწილე მოსწავლეების თანადგომისთვის.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იყო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება