სიახლეები
სიახლეები

ყველა სიახლე, რომელიც მინისტრმა ზოგადი რეფორმის პრეზენტაციისას გააჟღერა
14-12-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები გააცნო. აღნიშნული პრეზენტაცია სამინისტრომ გამოაქვეყნა. რომელელსაც etaloni.ge სრულად და უცვლელი სახით გთავაზობთ:


მინისტრმა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო განათლების ეროვნული მიზნების განახლებაზე. მისი თქმით, ეროვნული მიზნები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას, ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას პატრიოტიზმის, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ოჯახური ფასეულობების კუთხით.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. ამ მიზნით, სამინისტრო, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აგრძელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებაზე მუშაობას.

მასწავლებელთა მხარდაჭერაზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა პედაგოგთა ანაზღაურების ზრდის საკითხს. მისი თქმით, 2024 წლის განათლების ბიუჯეტი განისაზღვრა 2 მილიარდ 508 მილიონ ლარით. აქედან, 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას. კერძოდ, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-დან 50%-მდე გაეზრდება.

ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის წარდგენისას გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა სკოლების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. ეს გულისხმობს სკოლებისთვის გარკვეული საკითხებისა და უფლებამოსილებების დელეგირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად, ავტონომიურად, ადგილზე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცენტრალურ ნაწილში დარჩება მხოლოდ განათლების პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულება.

პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ასევე ისაუბრა საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის შესახებ. მისი თქმით, 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოების მიერ შეირჩა ახალი დირექტორები, თუმცა არის სკოლები, სადაც კონკურსი, უმეტეს შემთხვევაში, კანდიდატების არარსებობის გამო ვერ შედგა. ამასთან, უახლოეს მომავალში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის დარჩენილ სკოლებში ჩატარდება ახალი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის მიღების საშუალება, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე, არსებულ სერტიფიცირებულ კანდიდატებს. სამინისტრო აპლიკანტებისთვის უზრუნველყოფს სამართლიან, ჯანსაღ და ინკლუზიურ გარემოს. მინისტრის დისკრეციის უფლება გამოყენებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის გაუმჯობესებაზე. ძირეული ცვლილება შეეხება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მოსწავლის თვითგამორკვევისა და მისი პოტენციალის რეალიზების მრავალმხრივი მხარდაჭერა. გარდა ძირითადი, ყველასთვის სავალდებულო, პროგრამისა, მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მათთვის შეთავაზებული იქნება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებები.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით აქტიურად მიმდინარეობს 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. შედეგად, 2027 წლის ბოლოს ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება

მინისტრის განცხადებით, 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება, რისთვისაც ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია იხილეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება