მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, საბჭო 13, 15 და 18 დეკემბერს, ჯამში, 35 სკოლის ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.
13 დეკემბერს განხილვა შეეხო არგვეთის, ლენტეხის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის, ენისლის, იმერის, თბილისის N136, დაბა აბასთუმნის, თბილისის N208, თბილისის N212, ჩხარის N1, დაბა ასპინძისა და თბილისის N191 სკოლებს.
15 დეკემბერს თბილისის №171, ნაკიფუს თემის N1, ქედლების, თბილისის №178, თბილისის N108, ხელედის, ტყიბულის N7, თბილისის N58, ქერეს, ქობულეთის N1 სკოლების ავტორიზაციასთან ერთად, მწვანე სკოლის - დიდ დიღომში დაწყებითი, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების საკითხები განიხილება.
ხოლო 18 დეკემბერს ავტორიზაციის საბჭოს დღის წესრიგშია თბილისის N141, სენაკის ქართულ-ევროპული სკოლა N1-ის, თბილისის №214, ოთის, ორგორის, მაცხოვრისკარის, ჩაისუბნის, შუა ამაღლების, ნერგეეთის, ოკამისა და ინგირის №2 საჯარო სკოლების საკითხის განხილვა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს სხდომა გაიმართება ონლან-რეჟიმში, zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
დეტალები იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა