სიახლეები
სკოლები

ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამო გაიმართა
15-12-2023
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ორი საგნის - ქართული ენა და ლიტერატურის და რუსული ენის ინტეგრირებით ჩატარდა და პოეტთა მეფეს მიეძღვნა.

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ VI-VII კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა დიდი პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, გალაკტიონის ცხოვრებაზე ისაუბრეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები - თამარ ნანავა და მარინა ჭანტურია. პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმა მანანა ხასაიამ.

აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება