სიახლეები
სკოლები

„ქალთა გაძლიერება“ - საინტერესო პროექტი ბათუმის N8 საჯარო სკოლაში
13-12-2023
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი მოქალაქეობრივი კულტურის განმტკიცებას.

ამჯერად, სკოლაში განხორციელდა სასკოლო პროექტი - „ქალთა გაძლიერება“, რომლის მიზანიც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებაა.

პროექტის ფარგლებში, მე-10 და მე-10კლასის მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეორგოლები, ჩაატარეს სოციალური ექსპერიმენტი და გამოკითხეს საზოგადოება.

მოსწავლეებმა ასევე, შექმნეს პოსტერები, მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც სასკოლო საზოგადოებას გააცნეს და შექმნეს - „ქალთა ოთახი“. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, სტუმრად იმყოფებოდნენ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, გიორგი ჩარკვიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის დასასრულს მოეწყო საინტერესო დისკუსია.

მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეებს როგორც საკუთარი, ისე სხვების უფლებების დაცვას, პატივიცემასა და თანასწორუფლებიანობას ასწავლის. 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

ცნობისთვის, 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 







კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება