სიახლეები
სკოლები

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული მომზადების ცენტრს ეწვივნენ
13-12-2023
-
+


ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში გრძელდება მოსწავლეებში პროფესიული ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 7 დეკემბერს მარაბდის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში პროფესიულ დონეზე სწავლობენ სამკერვალო წარმოებას, პროფესიული მომზადების ცენტრს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ, თუ რა პროფესიების დაუფლებას შეძლებენ კოლეჯში სწავლის შემთხვევაში. მოისმინეს ლექცია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ პროფესიას, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

მარაბდის სკოლის ნიჭიერ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს შეხვდა გლდანის კოლეჯის დირექტორი, რომელმაც ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს განუმარტა, რომ არჩეულ პროფესიაში წარმატებას მიაღწევენ მაშინ, თუ ისინი იქნებიან მიზანდასახულნი, პასუხისმგებლიანნი და შრომისმოყვარენი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება