სიახლეები
სკოლები

„ვინ ვარ მე?“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლის - ლიზი ქაროსანიძის ესეთი მოთხრობილი საკუთარი თავის და სკოლის ისტორია 
13-12-2023
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლას არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა ლიზი ქაროსანიძე, ფერად ფანქრებზე, კალამსა და ფურცლებზე უზომოდ შეყვარებული მერვეკლასელი. 

ლიზი, გვიზიარებს თავის ჩანახატს, სახელწოდებით - „ვინ ვარ მე“, სადაც საკუთარი თავის, მისწრაფებების, ჰობისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება. გვიზიარებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ქართველი გმირის - მალხაზ აბაშიძის სახელობის სკოლის მოსწავლეებს აკისრიათ და იხსენებს იმ მძიმე ჟამს, როცა სკოლა მოსწავლეების თვალში ცეცხლის ალში გაეხვია. 

ახლა უკვე ახალ სკოლაში, ლიზი ახალი ისტორიის დაწერას ლამობს, პირველი ნაბიჯები კი სკოლის გერბისა და დროშის შექმნა გახლდათ. 

გიზიარებთ, მოსწავლის გულწრფელ ჩანახატს უცვლელად:

                                                                                       ვინ ვარ მე

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე საუბარი  ყველაზე საინტერესო წასაკითხია სხვისათვის. დღეს მე მომეცა შესაძლებლობა, დავწერო ამაზე და გაგაცნოთ  თუ  ვინ ვარ მე. მე - ლიზი ქაროსანიძე ვარ. მე-8 კლასში ვსწავლობ. ძალიან მიყვარს წერა, სიმღერა, ხატვა. ყველაზე კარგად ჩემს გრძნობებს ამ გზით გამოვხატავ. ხშირად ვწერ და ნაწერის ილუსტრირებასაც ვახდენ, ასე ძალიან მომწონს.ზოგჯერ კი პირიქით ილუტრაციებზე ვქმნი სიუჟეტებს. კალამი და ფურცელი ჩემთვის შეუცვლელია. ფიქრი, წერა, ხატვა ერთმანეთს ავსებენ. ჩემს თავს მომავალში სწორედ ასეთს ვხედავ ფურცელითა და ფერად-ფერადი ფანქრებით ხელში, ჩემს ოცნებებთან ერთად. 

ახლა კი ჩემი სკოლის შესახებ მინდა მცირე რამ გიამბოთ.

მწვანეში ჩაფლული ჩვენი სკოლა გმირის სახელს ატარებს. ეს ის სკოლაა,სადაც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული  მალხაზ აბაშიძე სწავლობდა. ჩვენ, ამ სკოლის მოსწავლეები, ამაყები ვართ რომ გმირის სახელობის სკოლაში ვსწავლობთ. ეს დიდ პასუხისმგებლობას ითხოვს თითოეული ჩვენგანისგან. სკოლამ ბევრი ღირსეული თაობა აღზარდა. შეუძლებელია გულისტკივილით არ გავიხსენო წლების წინ ცეცხლის ალში გახვეული ჩვენი სკოლა, ბავშვების ცრემლიანი, შეშინებული თვალები, უიმედობა, სასოწარკვეთა. წამებში ყველაფერი ჩვენ თვალწინ ფერფლად იქცა. კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, მდიდარი სასკოლო ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი-ყველაფერი დაიწვა...   4 წელი მეზობელ სოფელში, დედალაურის საჯარო სკოლაში ვსწავლობდით მეორე ცვლაში. ახლა კი ულამაზესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა გვაქვს.

მადლიერება მინდა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც სკოლის მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანა. ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი ახალი სკოლა, სადაც ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს ფიქრებს, ემოციებს, სიყვარულსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას ვატევ ჩემს ნაწერსა თუ ნახატში. გაგიკვირდებათ, და მაშინ, როცა დასრულებულ ნაშრომს ვხედავ თვალები სიხარულის ცრემლით მევსება ხოლმე. ჩემს აღზრდაში, ცხოვრებაში, იმაში თუ როგორ გამომეხატა ჭეშმარიტი გრძნობები, უდიდესი როლი სკოლას მიუძღვის. სკოლა ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია ის იყო ვინც ხარ. ადგილი, სადაც შენს აზრს უდიდესი ფასი აქვს.     

ჩემს კლასელებთან ერთად ბევრი საინტერესო აქტივობა გამიკეთებია. ამჟამად კი სკოლისათვის გერბი და დროშა შევქმენით. ეს იდეა ქართულის გაკვეთილზე დაიბადა, როდესაც მასწავლებელმა დავალებად მოგვცა შეგვექმნა სკოლის გერბი და დაგვესაბუთებინა, რატომ ავირჩიეთ ეს გამოსახულებები.

ჩვენი ფიქრები, ემოციები, წარსული, მომავალი, მშვიდობა, თავისუფლება, თანაგრძნობა, სწავლისადმი სიყვარული - ყველაფერი ერთად ჩავაქსოვეთ სკოლის გერბში, რომელიც ერთად მოვიფიქრე და ყველაფერი ეს კი ქაღალდზე გადმოვიტანეთ. 

ფერადი სიმბოლო, რომელიც გერბში გვირგვინის ფუნქციას ასრულებს, აღნიშნავს  მრავალფეროვნებასა და ერთობლიობას. მეგობარი კალამი და წიგნი აღნიშნავს წიგნისადმი სიყვარულს. შეიყვარეთ და იყავით განუყრელი მეგობარი წიგნისა. ჯარისკაცის პორტრეტი კი ჩვენი სკოლის მთავარი სიმბოლოა გმირის, მალხაზ აბაშიძის თავდადების აღსანიშნავად. დედამიწა - მიწა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ.                   

და ბოლოს, „ჩვენ მშვიდობა გვინდა“, სიმბოლო სიყვარულისა ,თავისუფლებისა და მშვიდობისა.  გერბთან ერთად დროშაც შევქმენით სიმბოლო - სინათლის, მშვიდობისა და სიყვარულისა. ჩემთვის სკოლა, ის ადგილია, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ვახდენ. ამაში მეხმარება ჩემი პედაგოგები და კლასელები. მათთან ერთად მუშაობა კი დიდი სიამოვნებაა. იმედი მაქვს, ერთად ბევრ საინტერესო აქტივობებს განვახორციელებთ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება