სიახლეები
სკოლები

„ბგერების შთაგონება ბუნებაში“- პირველი მაისის საჯარო სკოლაში, მუსიკის მასწავლებელის - მელანო შავლიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
14-12-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მეტად საინტერესო, ორი საგნის - მუსიკა - მე და საზოგადოება, ინტეგრირებული პროექტი - „ბგერების შთაგონება ბუნებაში“. 

საინტერესო პროექტი მოსწავლეებს მუსიკის მასწავლებელმა - მელანო შავლიძემ შესთავაზა.

პედაგოგი პროექტის მიზნებს გვაცნობს და შედეგებზე გვესაუბრება:

  • „პროექტის მიზანია, თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებს მივცე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცოდნა, ისწავლონ კვლევა, შევეცდები ხარისხის გაუმჯობესებას;
  • მოსწავლეებმა შეძლონ მუსიკალური ცოდნის ხარისხის გაუმჯობესება;
  • შევუქმნა უსაფრთხო კვლევა-ძიების პირობები, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;
  • პროექტის დახმარებით, ისწავლიან თანამშრომლობასა და  ურთიერთდამოკიდებულებას;
  • მოსწავლეები რესურსს მოიძიებენ ხელსაყრელ პირობებში - ბუნებაში;
  • პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი უნარები, დაკვირვება ბუნების კონტექსტში. ისწავლიან ბუნებაში არსებული ხმების განსხვავებას. ისინი გაიაზრებენ ეკოლოგიურ საფრთხეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ გარემო და არ დავანაგვიანოთ იმ რესურსით, რასაც სასკოლოდ ვიყენებთ, რადგან დროთა განმავლობაში რესურსი ფუჭებადია;
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარები, ხერხები და მეთოდები;
  • ასევე პროექტის მიზანია, სასკოლოს ტერიტორიაზე მოპოვებული რესურსების გამოყენება მუსიკალური ნოტების, ბგერების სახით“.

მოსწავლეებმა პროექტის დასკვნით ეტაპზე გაავლეს პარალელი სასკოლო რესურსსა და ბუნებაში მოპოვების პერსპექტივებზე, ასევე, გაიაზრეს, რომ მათ ირგვლივ არსებული რესურსები, რომელსაც ბუნება გვაძლევს მზაა და ნაკლებ შრომას მოითხოვს, ასევე, ისაუბრეს ეკოლოგიასა და ბუნების დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე. 

მოსწავლეებისთვის პროექტი მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ პროექტის პრეზენტაცია პრეზენტაცია

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება