სიახლეები
სკოლები

პოეზიისა და შემოდგომის ზეიმი კუჭატნის საჯარო სკოლაში
14-12-2023
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემოდგომის ბოლო მზიანი დღე კუჭატნის სკოლაში შემოდგომის და პოეზიის ზეიმად იქცა.

აფუსფუსდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები და ჰაერი ბარაქიანი შემოდგომის სურნელით აავსეს. სკოლას ამ დღეს ესტუმრნენ ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი და პოეტები: იზოლდა იოსებიანი, ლია გიგიტაშვილი და ბეჟან კობიაშვილი.

ღონისძიება მოსწავლეებმა ცეცხლოვანი ქართული ცეკვით გახსნეს, რის შემდეგაც სტუმრებმა მოსწავლეების მიერ შექმნილი შემოდგომის კუთხეები დაათვალიერეს, სადაც ბავშვებმა საკუთარი შემოქმედებაც გამოფინეს. 

ღონისძიების ბოლო აკორდი კი პედაგოგ გალინა ღვინიაშვილის მიერ მოწყობილი პოეზიისადმი მიძღვნილი ღონისძიება იქცა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიწვეული პოეტები უკეთ გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და მათი ლექსები ავტორებთან ერთად წაიკითხეს. 

„ეს დღე პოეზიის და შემოდგომის ნამდვილ ზეიმად იქცა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება