სიახლეები
სკოლები

საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების შესახებ საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაციები გამართეს
14-12-2023
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

საქობოს საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ინიციატივითა და მეცხრე-მეათე კლასების ჩართულობით ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება თემაზე  - „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება.

მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს, თუ როგორ მივიდა კაცობრიობა ადამიანის უფლებების აღიარებამდე და რომელმა საკვანძო ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა მათი წარმოშობა.

აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა უნდა იყოს ჩვენი შინაგანი მრწამსის მთავარი ორიენტირი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ქვაკუთხედი, რის გარეშეც სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატიული, თავისუფალი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება და მომავალი განვითარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება