სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილი ტყეში ჩაუტარდათ
14-12-2023
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ახლახან, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ჟუჟუნა თავართქილაძემ და ბიოლოგიის მასწავლებელმა - თამარ შავაძემ კომბინირებულად მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეებთან ჩაატარეს ბუნების გასვლითი გაკვეთილი - ტყეში.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს პრაქტიკულად ენახათ ტყეში არსებული ცოცხალი ორგანიზმების საბინადრო პირობები და დაედგინათ, თუ რომელი ცოცხალი ორგანიზმი, რომელ იარუსზე ბინადრობს, ასევე, იქ არსებულ და შეგროვებულ ცოცხალ ორგანიზმებზე დაკვირვებით ბავშვებს დაედგინათ რომელ სამეფოს, კლასს განეკუთვნებოდა თითოეული, შემდეგ კი ნანახი მომავალ გაკვეთილზე დაჯგუფებული სახით, ნახატის ფორმით წარედგინათ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი გაკვეთილების ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას საგნის მიმართ, რაც შემდგომში მათ შედეგებზე აისახება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება