სიახლეები
სიახლეები

რა სიახლეები გვქონდა და როგორ გავატარეთ 2023 წელი „ეტალონთან“ ერთად
05-01-2024
-
+


2023 წელი დასასრულს უახლოვდება და ტრადიციულად გვინდა, თქვენთან, ერთგულ მკითხველებთან ერთად, შევაჯამოთ წელი და ჩვენი მიღწევებიც გაგიზიაროთ.

გავიხსენოთ, ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა და სიახლე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში გვქონდა

პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წელი „ეტალონისა“ და მისი თანამოაზრეებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული  იყო, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან ერთად, კონკურსის განსხვავებული -  გუნდური ფორმატიც შევთავაზეთ; „ეტალონის გუნდურმა“ ჩემპიონატმა, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის 5 გამორჩეული მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს მუნიციპალიტეტის პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ. ჯანსაღი კონკურენციის მიღმა კი იყო გულწრფელი სიხარული, ცოდნისა და განათლების ზეიმი. რა თქმა უნდა, წელსაც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა „ეტალონის“ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი.

2023 წელსაც გამორჩეული ჩართულობითა და აქტიურობით გრძელდებოდა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტი izrune.ge-ს განვითარება, დაგვემატა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებ-გვერდი skolamdelebi.ge, სკოლამდელი მზაობის დიდებული წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ კი წინასასკოლო და პირველკლასელთა გამორჩეულ სამაგიდო წიგნად იქცა. წელს განათლების სამინისტროსთან ერთად ასევე განვახორციელეთ საამაყო პროექტი „ქართული ენის ტესტები არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის“, რომლითაც კიდევ ერთხელ შევიტანეთ წვლილი ქართული ენის დამკვიდრებაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. 

2023 წელი გამოწვევებით, შესაძლებლობებითა და იდეებით იყო დატვირთული, რომელიც
28 ათასზე მეტი სტატიით, 27 მილიონზე მეტი მკითხველითა და 2000-მდე თანამოაზრე სკოლით დავასრულეთ - გვეამაყება, რომ etaloni.ge-ს პოპულარობა და ნდობა წლიდან წლამდე იზრდება, სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ etaloni.ge-ს მთავარი გვერდი და სიახლეების რუბრიკა ნახვადობის მხრივ საგანმანათლებლო სივრცის უდავო ლიდერია.

გასული წლების მსგავსად, წელსაც მთელი მონდომებით ვცდილობდით პირველები ვყოფილიყავით და პირველებს მოგვეწოდებინა ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში გვქონდა.

პირველებმა გავაჟღერეთ ინფორმაცია: საჯარო სკოლის დირექტორთა კონკურსის, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეცვლის, მასწავლებლების, სკოლის ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდის, ერთიანი ეროვნული გამოცდებში შესული სიახლეების, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

გვიხარია რომ ჩვენ, თქვენთან აქტიური უკუკავშირის და კომუნიკაციის შედეგად, მუდმივად ვეძებთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

გვიხარია, რომ 2000-მდე სკოლა სწორედ ჩვენთან გამოქვეყნებული მასალებით ამაყობს და მადლობას ვუხდით თითოეული ჩვენი თანამოაზრე სკოლის ლიდერ დირექტორს, აქტიურ, მუდმივ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ პედაგოგიურ კოლექტივს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ სკოლისა და მოსწავლეების აქტიური და მამოტივირებელი წარმოჩენისათვის. გვიხარია, რომ etaloni.ge თითოეული მათგანისთვის წარმოადგენს საგანმანათლებლო ჰაბს, რომელიც საუკეთესო სასკოლო გამოცდილების გაზიარებისა და წარმოჩენის უპირობო სანდო ლიდერია. 

გპირდებით, რომ 2024 წელსაც „ეტალონური“ მონდომებითა და შემართებით გავაგრძელებთ თქვენთვის ყველა სიახლის მოწოდებას, თქვენთვის საინტერესო თემებისა და მიღწევების გაშუქებას. ამავე დროს, კვლავ რუდუნებით გაგაცნობთ ჩვენი თანამოაზრე თითოეული სკოლის ყოველდღიურობას, თითოეული პედაგოგის ღვაწლს, სასკოლო საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს - პატარა პირველკლასელი მერცხლებიდან საამაყო აბიტურიენტებამდე. 

მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის!

სიყვარულით, 

„ეტალონის“ გუნდი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა 2024 წელი გააცილეს და ახალი 2025 წლის შემობრძანება იზეიმეს

საახალწლო ზარ-ზეიმმა მთელი სკოლა მოიცვა

აღნიშნული სპექტაკლით მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება