სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების საინტერესო გაკვეთილი და სახალისო პრეზენტაცია
14-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-4, მე-4 , მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და პედაგოგ თამთა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე სახალისო და საინტერესო აქტივობა - პრეზენტაცია ჩატარდა.

დავალების პირობა იყო შემდეგნაირი - „შეეცადე შენთვის მოსახერხებელი მასალის გამოყენებით შექმნა აღნიშნული რობოტის მოდელი და წარადგინე კლასის წინაშე“.

ის მოიცავდა შემდეგ კითხვებს:

  • რა გინდა რომ გააკეთოს შენმა რობოტმა?
  • რა ფუნქცია შეასრულოს ცხოვრებაში და რაში დაგვეხმარებოდა ის?

მოსწავლეებმა შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს და დავალებას თავი შესანიშნავად გაართვეს. მათ თავიანთი ხელით შექმნეს რობოტები და მასწავლებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღნიშნული გაკვეთილი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნაბიჯი იყო კომპლექსურ დავალებამდე.

მოსწავლეთათვის ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება